,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებით (სსმ, №55, 18/05/2010) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. მინისტრი უფლებამოსილია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული სტაჟიორის თანხმობის საფუძველზე მისთვის სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე.“.
|