|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 284) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) ახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირებას სასწავლო ცენტრის სხვა თანამშრომელზე.“ |
2.
51 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტის საფუძველზე ახორციელებს მისთვის დელეგირებულ უფლება-მოვალეობებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|