|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/03/2013; სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016101) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
1.
პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურებს აქვს ბეჭედი და სატიტულო ფურცელი (ბლანკი) საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.“ |
2.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი მოაწეროს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გასაგზავნ კორესპონდენციას. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|