,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) ამ პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების:
ნ.ა) ელექტრონული ფორმით, ცენტრის მიერ განსაზღვრული სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შევსებას (თითოეული საგნის შესაბამისად) 2013 წლის 5 ივნისამდე, ასევე 2013 წლის 17 და 18 ივნისს უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ნ.ბ) სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდის გაკეთებას, ამონაბეჭდის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 20 ივნისამდე უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ნ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 21 ივნისის ჩათვლით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი;“.
|