|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №224 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №224 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №61, მუხ. 531) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“; |
ბ)
ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“; |
გ)
ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“. |
დ)
ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|