„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
443
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016816
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №443

2013 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 თებერვლის №92 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №14, მუხ. 162)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „თეატრ-სტუდიის რეზო გაბრიაძის ხელმძღვანელობით“ თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“;

გ)  ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი  პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია