„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №521 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
445
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016817
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №521 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №445

2013 წლის 14 ივნისი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №521 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №521 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ. №136, მუხ. 1210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი  პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია