„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
147
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-21
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016181
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №147

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას (სმმ III, 28.04.09 წ., №51, მუხ. 579) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 

„მუხლი 101

1. იურიდიული სამმართველოს მრჩეველი:

ა) ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებსა და წინადადებებს;

ბ) ამზადებს და ამუშავებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს;

გ) ამზადებს და ამუშავებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ) განიხილავს სახელმწიფო ორგანოებიდან და  ორგანიზაციებიდან შემოსულ მომართვებს, კორესპონდენციებს და მათზე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში;

ე) წარმოადგენს სამინისტროს სასამართლოში;

ვ) ამზადებს სარჩელებსა და შესაგებლებს;

ზ) შეიმუშავებს მემორანდუმის პროექტებს;

თ) უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

ი) მონაწილეობას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში და ამზადებს გადაწყვეტილების პროექტებს;

კ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

2. მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი:

ა) განიხილავს შემოსულ კორესპოდენციას და მათზე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმების წარმოებას;

გ) აწარმოებს ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული საქმეების რეესტრს;

დ) ამზადებს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტებს;

ე) წარმოადგენს სამინისტროს, ადგილობრივ საბჭოებსა და მუდმივმოქმედ კომისიას სასამართლოში;

ვ) ამზადებს სარჩელებსა და შესაგებლებს;

ზ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

3. მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი:

ა) განიხილავს შემოსულ კორესპოდენციას და მათზე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმების წარმოებას;

გ) აწარმოებს ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული საქმეების რეესტრს;

დ) ამზადებს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტებს;

ე) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია