|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებით (სსმ III, 29.05.09, №65, მუხლი 720) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე ასრულებს კომისიის მდივნის (შემდგომში - კომისიის მდივანი) მოვალეობას.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამსახური და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.“. 3. მე-17 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამსახურში წარადგენს დახასიათებას „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოხელის დახასიათების“ (დანართი №1) მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 12 ივნისიდან. |
|