1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში სიტყვები: ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახური“, შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო ჯილდოების სამსახური“. |