„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
402
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-10
სარეგისტრაციო კოდი
010240070.08.002.016806
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №402

2013 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოებზე ეძლევათ დანამატები შემდეგი ოდენობით:

თანამდებობა

დანამატი

(ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი (მფრინავი)

3750

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში (მფრინავი)

 

3500

ესკადრილიის მეთაური (მფრინავი)

2700

ესკადრილიის მეთაურის მოადგილე (მფრინავი ინსტრუქტორი)

 

2500

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საინჟინრო-საავიაციო დარგში (უფროსი ბორტინჟინერი)

 

2000

ქვეგანყოფილების უფროსი (მფრინავი), ქვეგანყოფილების უფროსი (მფრინავი ინსპექტორი)

 

1800

მთავარი სპეციალისტი (მფრინავი), მთავარი სპეციალისტი (მფრინავი ნავიგატორი)

 

1625

წამყვანი სპეციალისტი (მფრინავი), ცენტრის უფროსი (ბორტინჟინერი)

 

1500

განყოფილების უფროსი (ბორტინჟინერი)

1100

მთავარი სპეციალისტი (ბორტტექნიკოსი ინსტრუქტორი), მთავარი სპეციალისტი (საფრენი აპარატების ექსპლუატაციის ინჟინერი, ბორტტექნიკოსი

 

900

წამყვანი სპეციალისტი (ბორტტექნიკოსი), წამყვანი სპეციალისტი (ბორტმექანიკოსი ოპერატორი)

 

850“.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია