|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 მაისი 2013 წ. N664-IIს |