,,თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით (სსმ III, 13.03.2009, №29, მუხ. 360) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები - თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატის საჯარო მოსამსახურეები: თავდაცვის ატაშეს მოადგილე, თანაშემწე; სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, თანაშემწე, მრჩეველი; სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე, თანაშემწე, მრჩეველი; უფროსი მეკავშირე ოფიცერი; მეკავშირე ოფიცერი.”.
|