„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
579
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-17
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016192
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №579

2013 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პ უნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა,  სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე  და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) დამტკიცებულ №9 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  1.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 

,,1.3

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1150

700

 

1800

3650”

 

2.  2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,2.4

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამხედრო წარმომადგენლის მრჩეველი (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1150

700

 

1800

3650”

3.  მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 

,,15

თავდაცვის ატაშეს თანაშემწე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში

აშშ დოლარი

1150

700

 

1800

3650”

 

4.  23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 

,,23

თავდაცვის ატაშეს თანაშემწე უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1150

700

 

1800

3650”

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

კრებსითი — სრული ვერსია