|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 279-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით, შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, − სააპელაციო სასამართლოს მიერ.“. 2. 280-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 მაისი 2013 წ. N660-IIს |