„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
661-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-24
სარეგისტრაციო კოდი
010240010.05.001.017004
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) 25-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ნორმატიული აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.

    8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N661-IIს

კრებსითი — სრული ვერსია