,,სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-07
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017306
,,სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №141

2013 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „სამედიცინო მედიაციის გან­ხო­­­რ­­ციე­ლების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/03/2012,  470230000.10.003.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1.  დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ეთხოვოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზე­და­მ­ხე­­დველობის სამსახურს სამედიცინო მედიაციის საბჭოში კან­დი­და­ტურის წარდგენა.”.

2.  დადგენილებით დამტკიცებული სამედიცინო მედიაციის ძირი­თა­დი დებულებების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„2. სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯა­ნ­მ­რთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ად­მი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რო­მ­ლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამედიცინო მედია­ცი­ის სა­მსახურისა და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედა­მხე­­დ­ველობის სამსახურის შესაბამისი თანამდებობების პირები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია