„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 152, 14/12/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს „ლაშა ჯუღელი – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი“. |