|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების თანახმად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგო, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 10 თებერვლის №162 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები |
|