„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-10
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016546
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №187

2013 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2008, №4, მუხლი 60) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ (დანართი №1):

1. მე-5 და მე-6  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინადადების საფუძველზე.

მუხლი 6.

კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).“.

 2. მე- 7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარდგინებით, მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.

1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

2. მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 14.

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს  პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია