|
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006 წ., №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ლ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ჰოსპიტალში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს და პირობებს.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|