„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
836
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-31
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016203
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №836

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111114005, 14/11/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილი იქნეს  ცვლილება და მე-6 მუხლის:

1.  „ვ.ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც 2008 წელს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში მივლინებული იყვნენ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად) ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი და იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ,,ზ.ა” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც 2008 წელს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში მივლინებული იყვნენ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად) ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

კრებსითი — სრული ვერსია