|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016137, 10/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს: ა) თბილისის ეროვნულ პარკს; ბ) გარდაბნის აღკვეთილს". |
2.
მე-3 მუხლის 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|