„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
486
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
010.320.050.05.001.003.328
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№486–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია