„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-11
სარეგისტრაციო კოდი
280070120.35.152.016127
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2013 წლის 4 ივნისი

ქ. დუშეთი

 

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით  (სსმ, 30,01/2013, ს/კ 280070120.35.152.016109) დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ფულადი თანხა“.

2.  დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 57 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა და აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნებს“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია