„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
446
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-07
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016197
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №446

2013 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016  (ვებგვერდი, 25/12/2012, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016152) ბრძანების:
1. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს 8 (რვა) ლარის ოდენობით, ხოლო სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა - 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით.

მუხლი 5

სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:

ა) 25 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;

ბ) 9 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა.“.

2. პირველი პუნქტით დამტკიცებული  №31, №34 და №40  დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №31
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ( ლარი )

დეპარტამენტის დირექტორი

2705

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2540

სამმართველოს უფროსი

2115

განყოფილების უფროსი

1510

განყოფილების უფროსის მოადგილე

1325

ქვეგანყოფილების უფროსი

1305

ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე

1280

უფროსი ოფიცერი, მთავარი სპეციალისტი

1215

ოფიცერი , ცვლის უფროსი , წამყვანი სპეციალისტი

1140

დაცვის თანამშრომელი , სპეციალისტი

835

                                                                                                                                                                                               “.


„დანართი № 34
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ( დეპარტამენტი ) ( სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს გარდა )

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ( ლარი )

სააგენტოს ( დეპარტამენტის ) დირექტორი

2705

სააგენტოს ( დეპარტამენტის ) დირექტორის მოადგილე

2600

მთავარი სამმართველოს უფროსი

2355

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2235

სამმართველოს უფროსი , რეგიონალური სამმართველოს უფროსი

2115

სამმართველოს უფროსის მოადგილე , რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე , სამსახურის უფროსი

2000

სამსახურის უფროსის მოადგილე , განყოფილების უფროსი

1315

განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი ინსპექტორი

1230

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი , მთავარი სპეციალისტი

1040

ოპერატიული თანამშრომელი , წამყვანი სპეციალისტი

965

სპეციალისტი

790

“.


„დანართი №40
ტერიტორიული ორგანოები ( ქ . თბილისის მთავარი სამმართველოს , კანცელარიის , კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების , საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებისა და კინოლოგიის ჯგუფის გარდა )

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ( ლარი )

მთავარი სამმართველოს უფროსი

2495

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2070

სამმართველოს ( რაიონული , საქალაქო ) უფროსი

1875

სამმართველოს უფროსი

1675

სამმართველოს ( რაიონული , საქალაქო ) უფროსის მოადგილე

1250

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1250

განყოფილების უფროსი ( დეტექტივ - გამომძიებელი )

1240

განყოფილების უფროსი ს მოადგილე ( დეტექტივ - გამომძიებელი )

1230

დეტექტივ - გამომძიებელი

1220

დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი

965

განყოფილების უფროსი - გამომძიებელი

1200

განყოფილების უფროსი ს მოადგილე - გამომძიებელი

1150

უბნის უფროსი ინსპექტორი - გამომძიებელი , მთავარი სპეციალისტი (მთავარი სამმართველოს უფროსის თანაშემწე)

855

უბნის ინსპექტორი - გამომძიებელი

820

უბნის უმცროსი ინსპექტორი

785

 “.


კრებსითი — სრული ვერსია