საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
618-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-18
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016990
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 159-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 300 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 მაისი 2013 წ.

N618-IIს

კრებსითი — სრული ვერსია