„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2033
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.001.001.220
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 20(27), 1999 წელი, მუხ.101) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2033-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია