ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2015-04-27
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.151.016128
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.04.2015, N6)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2013 წლის 31 მაისი

დ. სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის,  ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების,  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1–1/1476 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დადგენილ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა:

ა) “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასის 40 %-ით წელიწადში;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო  საფასურის 30%-ის ოდენობით წელიწადში;

 გ) მოძრავ  ქონებაზე  ამ ქონების  საპრივატიზებო   საფასურის 50%-ის ოდენობით წელიწადში.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების სასაყიდლიან სარგებლობაში  გადაცემისას  საწყისი წლიური ქირის  ოდენობის დადგენის შესახებ“   ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს №42 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი 110817003, 23/08/2011 ,სარეგისტრაციო კოდი 010110030.35.151.016061 ).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია