„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-03
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.016430
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №29

2013 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 19.07.2004 წ., №73, მუხ. 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:

ა) სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებს;“;

გ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საშტატო განრიგის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები:

„31. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.

32. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკუთარი ინიციატივით.

33. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.“;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული  თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია