სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
320
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-31
სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №320

2013 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

სს „ კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ ზ “ ქვეპუნქტის , ამავე კანონის 49- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვე პუნქტის , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე - 4 მუხლის პირველი პუნქტის , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 6 მუხლის 34 - ე პუნქტის და მე - 13 მუხლის , „ საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 10 სექტემბრის № 84 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის № 225/01 ბრძანების საფუძველზე :

1. გაიცეს სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია .

2. სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე  სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნ ე ს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში .

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში .

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ . თბილისი , დაბა აღმაშენებლის ხეივანი , მე - 12 კილომეტრი № 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში .

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                                           ო. ნადარაია

კრებსითი — სრული ვერსია