საქართველოს კანონი
�საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. �საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #29, 27.07.2007, მუხ. 317) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
���� ,,მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნის დარღვევა განიხილება, როგორც პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელი, რაც გამოიწვევს �პროკურატურის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან/და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.�.
�2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურორს.�.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს �პროკურატურის შესახებ� საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ���მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
#477�რს