,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
349
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-29
სარეგისტრაციო კოდი
480040030.08.002.016799
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №349

2013 წლის 29 მაისი          

ქ. თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტისა და სეიშელის რესპუბლიკებში.“;

ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის 34-ე პუნქტი:

„34. საქართველოს საელჩო იაპონიაში აკრედიტებულია მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია