საქართველოს კანონი
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ “ საქართველოს კანონის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №49, 29.12.2006, მუხ . 377) 43- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 43. სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო საქმიანობის საპროცესო ხელმძღვანელობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა
საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო საქმიანობის საპროცესო ხელმძღვანელობას , ასევე ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას .“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს „ პროკურატურის შესახებ “ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი ,
2008 წლის 1 ნოემბერი .
№473– რს