„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1947
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.001.204
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1341 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1341. ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას

2004 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებულებიდან კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.“.

2. 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე და 47-ე მუხლების, 71-ე მუხლის   მე-3 პუნქტის (გარდა „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2004 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 29 იანვარი.

№1947-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია