გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ №11 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
200220070.35.161.016129
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ №11 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.02.15 №17)

        გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2013 წლის 23 მაისი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის “ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” N11 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ №11 დადგენილების (სსმ, 16.04.2013; 200230000.35.161.016125) დანართის მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობების ზღვრული ოდენობა:

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 15000 კვ.მ-ით;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობები გადასახადისაგან გათავისუფლდეს სრულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.“

მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აგვისტოს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ №33 დადგენილება (სსმ, 03.09.2012; 200220070.35.161.016105).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი

კრებსითი — სრული ვერსია