„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის N159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
97
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-29
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.025.016106
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის N159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №97

2013 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


1.  ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №159 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 15/05/2012, 010320040.22.025.016075) დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

კრებსითი — სრული ვერსია