„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე–6 მუხლი:
„მუხლი 6. მიკროსესხის წინსწრებით დაფარვის დროს საკომისისო დადგენის პირობები
მისოს ეკრძალება მის მიერ გაცემულ მიკროსესხზე მომხმარებელს გადაახდევინოს რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, რომელიც აღემატება მიკროსესხის გადასახდელი ძირი თანხის 2%–ს.“.
|