მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აპრილის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, 07/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016129.) და დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.“.
|