|
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილების (სსმ III, 26.09. 2008, №142, მუხ.1405) მე-3 პუნქტით დამტკიცებული №3 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (შემდგომში - მოწმობა) ფორმა წარმოადგენს ბამბის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|