საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისი №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2013-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.54.066.016042
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისი №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №79

2013 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/08/2012, 040030000.54.066.016031) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის  მე-3, მე-4  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 ამ წესით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე  ასრულებდნენ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოვალეობებს სააგენტოში.  

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები გავრცელდება  2016 წლის 1 იანვრიდან.

5. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაცია პირს ენიჭება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, ამ წესით დადგენილ საკვალფიკაციო მოთხოვნებთან  შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისა და  უსაფრთხოების ინსპექტორის მოსამზადებელი პროგრამის გავლის შემდეგ.

 

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის  კვალიფიკაციის მისანიჭებლად სავალდებულოა  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მომზადების პროგრამის გავლა შესაბამისი განხრით.

 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების პროგრამა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

კრებსითი — სრული ვერსია