,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ,,2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობების და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 01/04/2013,190020060.10.003.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 020 000 (ცხრა მილიონ ოცი ათასი) ლარის ფარგლებში.“.
2. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 560 000 (ორი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარს.“.
|