,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-21/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016206
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-21/ნ

2013 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 21/06/2012, 040030000.22.035.016160) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს,,ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ბ1) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ბ1) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია