„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
582-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-20
სარეგისტრაციო კოდი
010240020.05.001.016983
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“;

 ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელი საბჭოს წევრია, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 4. დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, რომელთაგან 1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.“.

 2. 31 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

  1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   2. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო მისი თავმჯდომარის არჩევიდან 1 თვის ვადაში დაკომპლექტდეს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

  3. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უწყდება ამ საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უწყდება უფლებამოსილება.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2013 წ.

N582-IIს

კრებსითი — სრული ვერსია