|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის გამოკლების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 1 ივლისიდან 1 იანვრამდე, მაშინ - უახლოეს აპრილში. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 16 მაისი 2013 წ. N56-უ.ს.გ.ს.
|