1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;“.
|