„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
95
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.025.016105
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №95

2013 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 040030000.22.025.016104) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწოფო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

კრებსითი — სრული ვერსია