,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-16
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016122
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2013 წლის 8 მაისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მთავრობის აპარატის უფროსის არყოფნის ან სხვა საფუძვლით უფლე­ბა­მო­სი­ლების განხორციელების შეუძლებლობისას, მთავრობის აპარატის უფროსის მოვა­ლე­ობას ასრულებს მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მთავრობის აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ე1“ პუნქტი და 101 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტი 2013 წლის 10 ივნისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია