|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწ., 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი;“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან. |
|