„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) იურიდიული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა1.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა; შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ა1.ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.
|